ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობებიდან…
„შენს თავს ეკუთვნოდე – აი ამაშია ცხოვრების მთელი ოინი”. – (პირველი სიყვარული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შენს კმაყოფაზე ცხოვრობს?
- ჩემს კმაყოფაზე.
- შენ მას სამადლოდ ინახავ?
- არა, სამართლიანობისათვის… ღარიბი ადამიანის ვალდებულებაა დაეხმაროს მეორე ღარიბს.
- ოჰო! პირველად მესმის. აქამდე მეგონა, რომ ეგ უფრო მდიდრების ვალდებულებაში შედიოდა.
- მდიდრებისათვის, გავბედავ და მოგახსენებთ, ეს გართობაა… ჩვენისთანებისათვის კი…” – (პუნინი და ბაბურინი)
* * *
„ – ყველაფერზე უფრო ჭიანჭველებისა, ხოჭოებისა და სხვა ამგვარ ვაჟბატონი მწერების რა მაკვირვებს, იცი? მათი გასაოცარი სერიოზულობა; დარბიან წინ და უკან ისეთი მედიდური გამომეტყველებით, თითქოს მათი სიცოცხლეც რაღაცას ნიშნავდეს. ერთი უყურე, მათ ადამიანი დასცქერის, ქმნილებათა მეფე, უმაღლესი არსება, ისინი კი აინურშიც არ აგდებენ; რომელიმე კოღო კიდევ შეიძლება იქამდე გათავხედდეს, რომ ამ ქმნილებათა მეფეს ცხვირზე დაასკუპდეს და საჭმელადაც გამოიყენოს იგი. ეს არის რომ გაგანაწყენებს. მაგრამ, მეორე მხრივ რომ ვთქვათ, რით არის მათი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებაზე უარესი? და რატომ მათ არ უნდა იმედიდურონ, თუ კი ჩვენ ვმედიდურობთ?” – (წინადღით)
* * *
„ – თავისუფლება, – გაიმეორა მან: – მერე და იცი, რას შეუძლია თავისუფლება მიანიჭოს ადამიანს?
- რას?
- ნებისყოფას, საკუთარ ნებისყოფას, მასვე შეუძლია მოგცეს ძალაუფლება, რაც თავისუფლებაზეც უკეთესია. უნარი უნდა გქონდეს ისურვო – მაშინ თავისუფალიც იქნები და მბრძანებელიც”. – (პირველი სიყვარული)
* * *
„
„არავის არა აქვს უფლება გასწიროს თავი ადამიანისათვის და არა საქმისათვის”. – (პუნინი და ბაბურინი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყმაწვილე თაფლის კვერს შეექცევა და ჰგონია, ეს არის პური არსობისაო. მაგრამ მოვა დრო, შეიძლება ლუკმაპურიც სათხოვარი გაუხდეს”. – (ასია)
* * *
„თუ ტალღამ წაგიღოთ, საითაც არ უნდა გაგრიყოთ – მაინც ცუდია”. – (პირველი სიყვარული)
* * *
„ჩვენს დროში შეუგუებლობა კარგი და კეთილშობილი ბუნების ნიშანია! მხოლოდ უშინაარსო ადამიანები, ცუდი ადამიანები ეგუებიან ყველას და ყოველგვარ პირობებს!” – (პუნინი და ბაბურინი)
* * *
„ყოველი ადამიანის მოვალეობაა, პატივი სცეს მეორე ადამიანის პიროვნებასა და თავისუფლებას”. – (პუნინი და ბაბურინი)
* * *
„საყვარელი ადამიანის წინაშე არ თრთიან”. – (პუნინი და ბაბურინი) – (ავტორი გენია.ჯი)