ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობებიდან…
„ – ადამიანს რაღაცის უნდა ეშინოდეს, სიკოია; ან სინდისის, ან ღმერთის, ან ძალის”. - (შიში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თხა და მგელი ეგუება ერთმანეთს. ადამიანები ვერ ეგუებიან”. – (ძმები)
* * *
„ვინ არ ჩადის ცოდვას! ზოგი დიდს, ზოგი მცირეს. დიდი და მცირე ცოდვა ორივე ცოდვაა. მე ბატონი მართმევს, ბატონს მეფე ართმევს. ყველა ცოდვიანია ამ წყეულ მიწაზე”. – (შიში)
* * *
„ღმერთი ისედაც გამწყრალია ადამიანზე. აბა რატომ მიატოვა ცოდვილი მიწა და ცაში ავიდა? მაინც რანაირადაა ეს ოხერი ქვეყანა მოწყობილი. ერთს შიმშილით კუჭი უხმება, მეორეს სიმაძღრით უსკდება. ამიტომაა ქვეყანაზე ღლეტა, ძარცვა, კვლა”. – (შიში)
* * *
„ – გაჭირვება რას არ ჩაადენინებს კაცს. გაჭირვებამ ჩათრევა იცის უმგვანო საქმეში, სინდის-ნამუსის დავიწყება იცის”. – (შიში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი რომ თავის თავს უზამს, იმას მტერი არ უზამს”. – (ვადილაი, ვადილა)
* * *
„კაცმა თუ მოინდომა, ბევრ ცდუნებას აიცდენს”. – (შიში)
* * *
„ზოგი კაცი ცხენივითაა. ამ ჩემს ყაბარდოულს რომ უყურებ, ათი ადამიანის ჭკუა უდევს თავში, მაგრამ თუ ლაგამი წაგართვა, ქარი ვერ დაეწევა. ლაგამი, ყარამან ჩემო, ჭკვიანსაც ჭირდება და ბრიყვსაც”. – (ვადილაი, ვადილა)
* * *
„ – კაცი რა ქვეყნისაც უნდა იყოს, ადამიანის შვილია”. – (შიში)
* * *
„ – საქონელმა და ნადირმა ზოგ კაცზე მეტი იცის, ყარამან ჩემო. უზომოდ არც შეჭამს და არც დალევს”. – (ვადილაი, ვადილა)
* * *
„ – მე, მშიერსა და ღატაკს, რატომ მთხოვთ, რწმენასა და გულს?! რწმენა და გული ჯერ ბატონს უნდა ჰქონდეს. მას არ შია და არ წყურია”. – (შიში)
* * *
„სიკვდილი ადვილია, მუშნი ბატონო, მისი ჯობნაა ძნელი”. – (სინთუ) – (ავტორი გენია.ჯი)