ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „წინა კაცი”

„სასწაულია, აბა რა არის, ათაბაბადან დღემდე რამდენი კაცი მდგარა ამ ცის ქვეშ და ორი კაცის ცხოვრება არ დამსგავსებია ერთმანეთს. ყველას თავისი ბილიკი მიუჩინა ბუნებამ. რა ფანტაზიამ მოიფიქრა მაინც მილიარდი კაცის ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტი. გიფიქრიათ ამაზე?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანები ისე გულდაგულ და თავდაჯერებით დაფუსფუსებენ თავიანთ საქმეებზე, გარედან შემხედვარეს ეგონება, ყველამ მშვენივრად იცის, რომელ მხარეს უნდა მიუდგეს ამ ცხოვრების გორგალსო”.

* * *

„ჯერჯერობით ადამიანებმა ვერ ისწავლეს, როგორ უნდა ცხოვრება. არც ადრე იცოდნენ და არც ახლა იციან”.

* * *

„წუთისოფლის ამ წაღმა-უკუღმა ტრიალში – ყველაფერზე ტაშის დაკვრა და საიერიშოდ ატოკება არ არგებს კაცს”.

* * *

„ნეტავი იმ დროს, როცა ყველაფერი გვჯეროდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რად მინდა იმნაირი ჭკუა, ტოროლასავით ცაში ავარდნას რომ დამიშლის და მიწაზე ფორთხვას რომ მიჩიჩინებს”.

* * *

„მთელი ცხოვრების მანძილზე ეცადე, კაცი არ გაამწარო, არ გადაიკიდო, არავინ იცის, რომელი უფრო საშიშია, დიდი მტერი თუ პატარა მტერი”.

* * *

„სიბნელეში ისეთს ნურაფერს მოიმოქმედებ, სინათლეზე შეგრცხვეს”.

* * *

„არავინ არის დედამიწაზე გულით დამფიქრებელი – „როგორ მიხარია, ასეთი მშვენიერი საგანი მე რომ არა მაქვს და ჩემს მეზობელს აქვსო”.

* * *

„დარწმუნებული იყავი, მასზე ჭკვიანი კაცი არავის უყვარს. ძმასაც არ უხარია, რომ აჯობებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>