ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობიდან – „მშვიდობით, არჩილ!”

„არიან ადამიანები, ბინძური გზით რომ ითვისებენ ხალხის, სახელმწიფოს ქონებას. მათ ბინაში რომ შეხვიდე, ანტიკვარული მაღაზია გეგონება. ნაქურდალით მოსწონთ თავი. მართავენ ზღაპრულ ქორწილებს და ქელეხებს. ზოგი იქამდეც კი მივიდა, საფლავით უნდა გამოიჩინოს თავი. რაც ჩვენს სასაფლაოებზე მარმარილოა, მარმარილოს ერთ პატარა ქალაქს ააშენებდა კაცი. აქაც თავს იმით იწონებენ, ვის საფლავზე უფრო მეტი მარმარილოა, რა ფერისა და ხარისხის. ის ფული, რაც საფლავის მოწყობაში ეხარჯებათ, ავადმყოფობისას რომ მოეხმარებიათ მისთვის, იქნებ არც გარდაცვლილიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ ეპოქას თავისი შეხედულება ჰქონდა სილამაზეზე”.

* * *

„ზოგს უწესობითა და უზრდელობით მოსწონს თავი!”

* * *

„ცხოვრება ქარივითაა, ზოგს აქეთ მიაგდებს, ზოგს იქით და ისე გამოქნის, როგორც მოესურვება”.

* * *

„პოპულარობის წყურვილი არც ისე ურიგო გრძნობაა, თუ მის მოპოვებას წესიერი გზით ცდილობს ადამიანი”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – არასოდეს არ არის გვიან უშველო კაცს”.

* * *

„ – ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების, თავისი ბედის მჭედელია”…

* * *

„ – შენს ჯაგლაგზე ჯდომა გერჩივნოს, სხვის ბედაურზე ჯდომას!”.

* * *

„ჩვენს დროში კარგსა და ცუდს ერთი ფასი აქვს”.

* * *

„ისეთი ადამიანებიც არიან, მუქარით, ლანძღვით რომ გააქვთ ლელო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>