ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „მყუდრო ადგილი”
„ყველაფრის მიღწევას უნდა ცდილობდეს ადამიანი: იქნებ და ხვდეს წილად რამე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება მოვჭამეთ ფუჭად, სულელურად, საძაგლად გაგვიქრა ხელში – აი ეს მიკლავს გულს!”
* * *
„ვინ გაიგებს, რას გამოხატავს მიცვალებულის სახე იმ ორიოდე წუთებში, როცა უკანასკნელად დასცქერიან ცოცხალთა სახეები, ვიდრე სამუდამოდ გაჰქრება და სამარეში მტვრად იქცევა”.
* * *
„რას არ წარმოიდგენს ადამიანი!”
* * *
„რაც მეგობრობას შეეხება, უნდა მოგახსენოთ, ქალების მეგობრობა მამაკაცების მეგობრობაზე უარესია… ვიდრე თვალწინა ხარ, ახსოვხარ, თვალს თუ მოეფარე, მოგჭამა ჭირი”.
* * *
„მართალს ამბობენ: შეყვარებული ადამიანი სულელიაო!”
* * *
„ვინც მე არად მაგდებს, იგი მკარგავს”. რას ვიზამთ, ეს ცხოვრების შესანიშნავი კანონია, რომელიც ყოველი ფეხის გადადგმაზე გამოადგება ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე მაკვირვებს ცნობისმოყვარეობა იმ ადამიანისა, რომელიც ხვალ წასვლას აპირებს, დღეს კი სურს გაიგოს ჩემი ხასიათი”.
* * *
„თუ გსურს წარმატება ჰპოვო ყველაფერში, რა საქმეც არ უნდა იყოს, არაფერს გვერდი არ უნდა აუხვიო და ცხვირი არ აუკრა…”