ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „მიწერ-მოწერა”
„ამქვეყნად ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკო ცხარედ, გატაცებით, მაგრამ მადიანად მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს ადამიანი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვართ ბავშვებივით სულელნი, მაგრამ არა ვართ მათებრ გულწრფელნი. ვართ მოხუცებივით გულცივნი, მაგრამ სიბერის კეთილგონიერებას მოკლებულნი…”
* * *
„ყოველი ჩვენგანი ხშირად იგონებს გარდასულ ამბებს – სინანულით თუ გულისტკივილით, ანუ უბრალოდ, საქმე რომ გამოელევა; მაგრამ გადაავლო გულგრილი ფხიზელი თვალი მთელს შენს წარსულს – რარიგადაც მაღალ გორაკზე ასული მგზავრი გახედავს ხოლმე გამოვლილ მინდორს – ეს მხოლოდ გარკვეულ ხანში შეიძლება… და იდუმალი სივრცე მოიცავს ადამიანის გულს, როცა პირველად შეემთხვევა ასეთი რამ. ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ამისთვის არა გვცალია. მაგრამ ახლა, როცა სიყმაწვილემ გაიარა, იმ გორაკზე ასული მგზავრისა არ იყოს, მეც ყველაფერი აშკარად დავინახე”.
* * *
„ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ, ქალები, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც ჩვენს შორის, ვისაც არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ყოველდღიური საოჯახო ზრუნვა, საბოლოო განათლებას მაინც თქვენგან ვიღებთ – მამაკაცებისაგან. ძლიერი და განუზომელია თქვენი გავლენა ჩვენზე”.
* * *
„ადამიანი წამსა და წუთში ფიქრობს, რომ აი ახლა კი მიაღწია უბრალოებას, თავს აღარ იწუხებს, არ იმანჭება, არ იგრიხება, არა ცრუობს, დააკვირდებით და თითქმის უწინდელზე უფრო უარესიც გამხდარა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვერც შენს ბედს გამოსცვლი ადამიანი, ვერც საკუთარ თავს იცნობს ვინმე, და მომავლის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია”.
* * *
„იარეთ წინ, ვიდრე ძალა შეგწევთ: ხოლო როცა მუხლი გიმტყუნებთ, ჩამოჯექით იქვე გზის პირას, გულს ნუ აიმღვრევთ, და შურს ნუ გაივლებთ გულში, ისე უყურეთ გამვლელთ, ისინიც ვერ წავლენ შორს!”
* * *
„მითხარით, გეთაყვა, ვინ არის, რომ მარტოდმარტო თვითონ იყოს ოდესმე დამნაშავე?”
* * *
„გარემოება განგვიჩინებს, როგორ მოვიქცეთ; ის გვაყენებს ამა თუ იმ გზაზე და მერე გარემოებავე გვტანჯავს და გვაწამებს”.
* * *
„ყველა ადამიანი თავისი ბედით ცხოვრობს”. – (ავტორი გენია.ჯი)