ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – „კერპთა დამხობა”
„თუ ადამიანს ბედი სწყალობს, მისი წარსული ყოველთვის გამართლებულია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი დანაშაული, ბატონებო, ხშირად ჩვენი უიღბლობისგანაც წარმოსდგება”.
* * *
„გამოცდილებით ვიცი, ერთ ქალს რომ გაიცნობ, ორმოცდარვა საათში მეორესთან უნდა გააბა სამიჯნურო კავშირი. უბრალოდ, თავი უნდა დაიზღვიო მომავლისათვის”.
* * *
„ – არც ერთი დიდი საქმე არ შესრულებულა რომელიმე სახელმწიფო მოღვაწის სურვილისა და ჭკუის დაუხმარებლად”.
* * *
„ – ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო სიბერეა. დასანანია, რომ ასე ცოტა ხანს გრძელდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მაღალ მდგომარეობას მიღწეულ ადამიანებში განდიდების მანია საოცრად ხშირი შემთხვევაა”.
* * *
„ეს დაიმახსოვრეთ, ვერაფერი უძლებს ფულის ძალას”.
* * *
„ადამიანი საკუთარი თავის წინაშე არასოდეს არ არის სავსებით მოზრდილი”.
* * *
„როცა ადამიანი რამეს აშავებს, ხერხი ყოველთვის მიუღებელია”.
* * *
„იმისთვის ვზიდე ეს ჯვარი გოლგოთაზე და აქამდის მოვიტანე, რომ ახლა, როცა სულ მარტო ვარ, ახლა მომგლიჯოთ? არა, ბატონო, ვერ მოგართვეს…” – (ავტორი გენია.ჯი)