ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „მუსიკა ქარში”

„სიცილიდან ტირილამდე აღარაფერია დარჩენილი და რაა სასაცილო და რა სატირალი, მაგი, პატივცემულო, კაციშვილს არ გაურკვევია ჯერ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანები ზოგჯერ დაუჯერებელს იჯერებენ”.

* * *

„ცრუპენტელა და ალალი ერთმანეთში ძნელი ასათქვეფია”.

* * *

„ …სულ ერთია, ადამიანებს მაინც ყველაფერი ავიწყდებათ, ავიწყდებათ კარგიც და გლახაც”.

* * *

„ყველაფერი მიჩვევაზეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდი სირთულე დიდ საზრიანობას, სიმარჯვეს გამოგაჩენინებს”.

* * *

„კანონზომიერება, – ბედისწერა და შემთხვევითობა მშვენივრად ეთავსებიან ერთმანეთს და ერთიმეორეს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხაენ”.

* * *

„ – არ გეიშვა გლახის არაფერი!”

* * *

„შურისგება პატარა ადამიანების ხვედრი, ჩვევა და წესია”.

* * *

„ტყუილს და მართალს ხალხი მშვენივრად ანსხვავებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>