ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”
„იმისათვის, რომ ხარხარით დასცინო საკუთარ თავს, იოხუნჯო საკუთარ კომიკურ მდგომარეობაზე, საჭიროა არა მარტო ვაჟკაცობა და გამბედაობა, არამედ უდიდესი კულტურა და საკუთარი თავის შეფასების უნარი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმ დონეზე ვართ მისულნი, რომ სიამტკბილობა შეიძლება ერთი გლახად დაცხიკების ან რაიმე სიტყვის წამოცდენისთანავე თუ წაკიდების არა, წაკინკლავების მიზეზად იქცეს”.
* * *
„თანამდედბობას – პიროვნებასთან ერთად მისი ბიოგრაფიაც უნდა ავსებდეს, ასრულებდეს, ამშვენიერებდეს!”
* * *
„გაუჭირდებაო, პატიოსნებას, ან როდის იყო იგი დალხინებული?”
* * *
„პატიება შურისძიების აღსრულების ტოლ-სწორია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ დაბადებულა ჯერ დროის მომთოკველი. რბოდნენ და კვლავაც ირბენენ წლები, ამას შეურიგდი”.
* * *
„ – შვილო, უფეხოს, უთავოს და უსაქმურს რა გამოლევს ამ სოფელში!”
* * *
„ყველას თავისი ადგილი და მიზან-დანიშნულება აქვს ამ ცისქვეშ”.
* * *
„ადამიანს ბოლოს და ბოლოს ყველაფერი სწყინდება თურმე”.
* * *
„გულახდილობას ვაფასებ ადამიანში ყველაზე მეტად და თავად ხომ არ დავიწყებ თვალთმაქცობას?” – (ავტორი გენია.ჯი)