ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის რომანიდან – „ქაღალდის ჩიტები”

„ცხოვრება ასეთია, როცა მოგაწვებიან, უნდა გაჯიქდე, თორემ გაისრისები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საოცრება ხანდახან იქ იმალება, სადაც არ გგონია. შეიძლება ყოველდღე შეჩვეული თვალით უმზერ, არაფრად მიგაჩნია. ფეხი რომ წამოჰკრა, შეიძლება არ მოუხედო, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს თვალი აგეხილება და ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება”.

* * *

„უკაცო ოჯახი უჩახმახო თოფია”.

* * *

„ – ქვეყნად ყველაზე უბედური ისაა, ვინაც თავის ხვედრით უბედურია და ბედნიერი ჰგონიათ მაინც. ეჰ, რატომ არის ეს ქვეყანა ასე ტიალად, ბედუკუღმართად მოწყობილი, ბაბუაჩემო?”

* * *

„გახსენება გარდაცვლილ დღეთა, სამუდამოდ გაფრენილ დღეთა, წუთიერად გაცოცხლებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყანას შენ გამოუკერავ პირს?”

* * *

„არ არსებობს კანონი, რომლის შეცვლაც არ შეიძლებოდეს!”

* * *

„საჭე და ღვინო, ღვინო და საჭე, ერთმანეთთან დანა-სისხლად არიან, ძმაო!”

* * *

„ცხოვრება თავისას ითხოვს, ზოგჯერ ისეთ რამეს გაგვაკეთებინებს, რაც არც გულით გვსურს და არც მოსაწონია”.

* * *

„ფული! ბევრჯერ ნამუსს შეგინახავს ფული, მაგრამ ზოგჯერ უფულობაზე მეტად არცხვენს ადამიანს მისი უჭკუოდ აქეთ-იქით ფრიალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება