ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მშვიდობით უსიერო ტყეებო”

„რაც შეიძლება მეტი წუთი, საათი, დღე, თვე და წელიწადი უნდა გამოსტაცო ამ უკუღმართ წუთისოფელს, წაგლიჯო ან დასტყუო დრო და სიკეთე”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ფიქრი სხვაა, იგი საკუთრივ შენია, პირადი განძია. მიდექი და იფიქრე რამდენიც გინდა. ფიქრისათვის არავინ დაგსჯის, ხელსაც არავინ შეგიშლით”.

* * *

„მასპინძელი ოჯახისა და ალალად მოწოდებული ლუკმის ფასს ვერავინ ასწავლის ქართველ კაცს”.

* * *

„კაცი კაცს უნდა ჰგავდეს, კაცს სიტყვაც უნდა უვარგოდეს, თვალიც და მკლავიც…”

* * *

„უმადურობა უსინდისობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საჭიროცაა და აუცილებელიც იცნობდეთ მოვლენებს, რომლებიც ყოველდღიურად იცვლებიან”.

* * *

„მეგობრის გამცემი რას არ იკადრებს!”

* * *

„მთავარი და უპირველესი იარაღი მოთმინებაა”.

* * *

„გამარჯვება, რა გინდ შთამბეჭდავი და ბრწყინვალე არ უნდა იყოს იგი, თუ დაღუპულ ძმათა ჩრდილი აფენია, რაღა ბრწყინვალებაა?!”

* * *

„არის წუთი, როცა შექმნილი ვითარება გაიძულებს, სწრაფად მიიღო რაიმე გადაწყვეტილება, რაღაც გზას დაადგე, მაშინ შენ გაქვს არა ფიქრის, არამედ გაფიქრების უფლება…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება