ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”

„ჰოი, ბედისწერავ, სინდისგარეცხილი ხარ შენ, თორემ ეს როგორ ხდება, რომ ზოგს უღირსსა და უვიცს ტახტზე დააბრძანებ, ცხოვრების საჭეს ხელთ მისცემ, თაფლსა და შაქარყინულს აჭმევ, ხოლო ღირსეულსა და განათლებულს კი ფეხქვეშ სთელავ; რამდენჯერად წამოდგომას მოინდომებს, ისევ წიხლსა ჰკრავ, უფსკრულში გადაჩეხვას უპირებ, ძმარსა და სამსალას ასმევ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ლოცვის დროს მტერსაც კი არ უნდა შეუშალო ხელი!”

* * *

„შეგირცხვა სინდისი, ქართველო, რომელიც აღზევდი და არარაი გააკეთე შენი ქვეყნისთვის!”

* * *

„სიკეთის დავიწყებისათვის ღმერთი დაგვსჯის!”

* * *

„ადამიანის გაჩენისას ღმერთს დავიწყებული აქვს, თუ ვინ არიან მისი მშობლები: ნიჭით სავსენი თუ უნიჭონი, მოღალატენი თუ ქვეყნის სიყვარულისათვის წამებულნი, კაცთმოყვარენი თუ კაცთმოძულენი, რადგან თავის საქციელისათვის ხალხისა და ქვეყნის წინაშე გამჩენელნი თვითონ საკუთრივ აგებენ პასუხს, ხოლო გაჩენილნიც თავიანთი საქციელისათვის იქნებიან განსჯილნი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – დროა ასეთი! მტერ-მოყვარეს ძნელად არჩევს კაცი”.

* * *

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ გააფთრებული ხალხი მხეცზე უფრო საშიშია!”

* * *

„იყვირეთ, იყვირეთ ყველგან, რომ საქართველო ქართველებს დაანებონ!”

* * *

„ – კაი ქართველი კიდევ ის არის, ვინც მთელი საქართველოსთვის იბრძვის და არა მარტო თავის სოფლისა და კუთხისათვის!”

* * *

„ – ღმერთო, მაპატიე ჩემი სულწასულობა!

- ბიჭო, რა შესცოდე ღმერთს ასეთი?

- გეტყვი, ბატონო, გეტყვი ყველაფერს. ტყვეობიდან გამოქცეულს ლუკმა მენატრებოდა, შიმშილით კუჭი მეწვოდა, თვალთ მიბნელდებოდა. ამ დროს ღვთსიმშობელმა მოწყალედ გადმომხედა: ბილიკზე ვიღაცის მიერ გადაგდებული ნახევარი საზამთრო და ორი კიტრი ვიპოვე, დამჭკნარ-დამჟღრალი. კიტრები უბეში ჩავილაგე და გახარებულმა საზამთროს ნაჭერი იქვე მახლობლად მდინარესთან სირბილით მივიტანე გასარეცხად. წყალმა საზამთრო წამართვა. დასაჭერად დავიხარე და კიტრებიც უბიდან გადმომცვივდა, ისიც წყალმა წაიღო. ისევ მშიერი და განწირული დავრჩი. მწარედ დავღონდი და ღვთის მიმართ საყვედური წამომცდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>