ამონარიდები ერიხ მარია რემარკის რომანიდან – „ნასესხები სიცოცხლე”
„მე შევიგნე, რომ არ არსებობს ისეთი ადგილი, რომლის სიკარგის გულისათვის ღირდეს სიცოცხლეზე ხელის აღება, და ასევე თითქმის არ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ღირდეს ამის გაკეთება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე ჭკვიანი ადამიანები შეიძლება საოცრად სულელები იყვნენ”.
* * *
„ტრაგიზმი და ამასთან ირონია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ადამიანი ამ ქვეყანაზე, დაწყებული დიქტატორით და დამთავრებული უკანასკნელი მათხოვრით, იქცევა ისე, თითქოს ისინი მუდმივად იცოცხლებდნენ”.
* * *
„უკეთუ ჩვენ ყოველთვის გვეხსომება, სიკვდილის გარდუვალობა, უფრო მეტად ადამიანურნი და სათნონი ვიქნებით”.
* * *
„რა საოცარ გზას ირჩევს ზოგჯერ გრძნობა, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯანმრთელმა ადამიანებმა არ იციან, რა არის სიკვდილი. ეს მხოლოდ იმისთვის არის ცნობილი, ვინც ფილტვებით დაავადებულია, სანატორიუმში ცხოვრობს და ვინც იბრძვის თითოეული ამოსუნთქვისათვის, როგორც უდიდესი ჯოლდოსათვის”.
* * *
„სულ უბრალო ჭეშმარიტებამდე ხშირად მიხვეული გზით მივდივართ”.
* * *
„თუ შენ გინდა სადმე ცხოვრობდე, მაშასადამე გსურს იქ მოკვდე”.
* * *
„არის მომენტები, როდესაც ყველა ადამიანი ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან, ყველანი, თვით საავადმყოფოს მოწყალების დებიც კი, რომლებმაც თავიანთი პროფესიის გამო დაკარგეს სიბრალულის გრძნობა და გახდნენ ცინიკურად სასტიკი ადამიანები”.
* * *
„ადამიანები ყოველთვის ყალბ სიტყვებს ამბობენ, მუდამ ტყუიან, ვინაიდან სიმართლე უაზრო სისასტიკეა”. – (ავტორი გენია.ჯი)