ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”

„ – მე, ქართველი კაცი, სპარსელების გულისთვის ინდოელებმა მომკლეს! გადაეცით ეს ჩემს შვილს და უთხარით: მხოლოდ თავის ქვეყნისთვის მოკვდეს! სხვა სამეფოებისთვის თავის გაწირვას აზრი არა აქვს! იცოდეთ, არავინ დაუფასებს ვაჟკაცობას და გულადობას, არც მისი სიცოცხლე დაენანება ვინმეს, გარდა მამულისა და ოჯახისა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

 „ბედი ყოველთვის მაშინ როდი უღიმის კაცს, როცა საჭიროა! ის გულგრილად ჩაუვლის გვერდით ცხოვრებისგან გაწამებულთ და თითქოს ამასაც არ სჯერდება, ისედაც თავზარდაცემულს ახალ თავზარსა სცემს!”

* * *

„რწმენა მაშინ არის კარგი, როცა საფუძველი აქვს. ცარიელ ადგილზე აღმოცენებული რწმენა არაფრის მაქნისია”.

* * *

„რანი ვართ? არაფერი! ხის ფოთლები ვართ, შემოდგომაზე დაბლა რომ ცვივა!”

* * *

„რას არ იტყვის კაცის ენა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ვისაც რისკენ აქვს მისწრაფება, ის გზა უნდა დავულოცოთ!”

* * *

„სულ დაპირებები, სულ ნუგეშისცემა, ხელმოსაკიდი კი არაფერი გვაქვს! არსად ჩანს ის ნაკვერჩხალი, რომელიც გაღვივდებოდა და გაგვათბობდა!”

* * *

„სასაყვედურო არაფერი მაქვს, ჩემს მიწაზე ვკვდები!”

* * *

„ – ვაჟკაცების ბედი ასეთია! თბილ საწოლში მხოლოდ ქალაჩუნები კვდებიან!

* * *

„რასაც ღმერთი მოგვცემს, იმით ვიყოთ ძლიერნი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>