ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”
„ვილოცოთ, ისეთი ჟამი არ დაგვიდგეს, ერთი ქართველი მხედარი მის წონა ოქროდ გვიღირდეს და მაინც ვერ ვნახულობდეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ მტერია, არც თათარი დაგაყრის ხეირს და არც ქრისტიანი”.
* * *
„ყველა ლაშქარი ასეთია, თუ სარგებლობას არ გამოელის, ისე არ იბრძოლებს!”
* * *
„ – ღმერთო ჩემო, კაცი რომ დაბერდება, ზოგჯერ სისულელეების თქმასაც იწყებს!”
* * *
„ეჰ, როგორ გაასულელებს ღვინო კაცს, რა ტყუილებს არ ათქმევინებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ჭეშმარიტი ადამიანის სული სიკვდილს ურიგდება, მაშინ სიკვდილი მისთვის საშიში არაა!”
* * *
„ქვეყანას კარგი ჭირისუფალი უნდა”.
* * *
„დაიხსომე: ცოლი თუ შენთვის გინდა, დროზე შეირთე! თუ სხვისთვის გინდა, მაშინ გვიან!”
* * *
„რა გრძელიც არ უნდა იყოს, ყოველ გზასა აქვს დასასრული, ზოგს ბედნიერი, ზოგს უბედური”.
* * *
„თუ ჩვენი სახლის საძირკველს საკუთარ მიწაზე ვერ ჩავყრით და ჩვენს ნერგებს ვერ გავახარებთ, მაშინ რაღა ფასი აქვს ცხოვრებას?” – (ავტორი გენია.ჯი)