ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”
„იცი, ქრისტეფორე, მეც მტკივა გული! ვიცინი და ვხუმრობ კიდეც, ლამაზი ქალის დანახვაზეც თვალები ამითამაშდება, ზოგჯერ ვსვამ კიდეც, ვლექსაობ, მაგრამ გული მაინც მტკივა, საშინლად მტკივა! ვინ გაიგებს ჩემს ბოღმა-ვარამს? ქრისტეფორე, ჩვენ რაღაც უზარმაზარი რამ დავკარგეთ! ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, რა დავკარგეთ!” – (XVIII საუკუნის უკრაინაში სამუდამოდ დასახლებული ქართველი ემიგრანტების გულსაკლავი დიალოგიდან)
* * *
„საწყალი ადამიანი, რამდენ რამეს უნდა გაუძლოს ამქვეყნად!”
* * *
„ – ყველაზე ძნელი მოლოდინია! აუტანელია მუდამ იმაზე ფიქრი, რა იქნება და როგორ იქნება! გამოგიცდიათ, ალბათ. გაუთავებლად სიკვდილის ლოდინს, მოთავებული სიკვდილი სჯობია!”
* * *
„ – ძნელია ღალატის ჩადენა!”
* * *
„შენს ქვეყანაზე შენ უნდა იფიქრო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბატონებო, ახლა საჭიროა ჭკუა და მოხერხება, რათა ათას ხვრელში გავძვრეთ, ზოგჯერ მოსისხლე მტერსაც გავუცინოთ და ფარისეველ მოყვარესაც თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს მის მზაკვრობას ვერა ვხვდებოდეთ, ძალღონე შევინარჩუნოთ და თავის დროზე ყველას სანაცვლო მიცუზღოთ!”
* * *
„ერთ ბედში მყოფთ ერთმანეთის გულისცემა კარგად ესმით!”
* * *
„ხონინთან, ჰელსიმგფორთან სიკვდილს ალაზნის ან მტკვრისა და ლიახვის ნაპირებთან სიკვდილი გერჩივნოს! შენს მიწაზე კვდები მაინც”.
* * *
„ეჭვიანია ხალხი!”
* * *
„ – კაცი ვის რჯულსაც მიიღებს, შემდეგ იმ ხალხს ეკუთვნის”. – (ავტორი გენია.ჯი)