ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „შემოქმედება”
„სიცოცხლის შექმნით, ადამიანების შექმნით – აი, რითი ვუტოლდებით ღმერთებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთის ძირთან მდგარი ადამიანი სულ მთლად შემართებაა, თამამად ავა მაღლა. მაგრამ როგორც კი ზევით მოექცევი, მერე იწყება ნამდვილი ტანჯვა-წამება. ყოველი მხრიდან გიტევენ, შენც გამუდმებით ისწრაფი დახელოვნებისაკენ, შიში გაქვს იმისა, ზემოდან ბზრიალით არ დავგორდეო!..”
* * *
„ო, სიყმაწვილის მშვენიერო სიშლეგევ! ოცი წლის ასაკში ყოველგვარ მდარესა და სიმდაბლის მიმართ ზიზღი, შემოქმედებითი ვნებით შეპყრობა, ყოველგვარი ადამიანური ზიზღი, შემოქმედებითი ვნებით შეპყრობა, ყოველგვარი ადამიანური სისუსტისაგან განწმენდა, – ჭეშმარიტად, ამომავალი მზის მსგავსია”.
* * *
„ – ეჰ, ცხოვრებავ, ცხოვრებავ! უნდა იყნოსო ის, დაინახო და მერე მთელი სიმართლით გადმოსცე. გიყვარდეს ისეთი, როგორიცაა, დაინახე მასში ჭეშმარიტი სილამაზე, მარადიული და ცვალებადი, ნუ ისწრაფი, დაასაჭურისო და გააკეთილშობილო”.
* * *
„ – ყველა თავისებურად გიჟობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც აღმასვლაა საჭირო და არც დაცემა, არც ჭუჭყი და არც სიწმინდე, სამყარო ისეთად დახატო,, როგორიც არის…”
* * *
„დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება ბევრად უფრო ფართოა და ბევრის მომცველი…”
* * *
„რა საჭიროა შეცვალო ის, რაც კარგია?”
* * *
„თითოეული ისწრაფვის თავისი წილი ხელში ჩაიგდოს”.
* * *
„ასე მგონია, რომ ქვეყანაზე უფრო მეტი ჩერჩეტია, ვიდრე ავაზაკი….” – (ავტორი გენია.ჯი)