ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „შემოქმედება”
„ახლა, როცა მტრები მაქებენ, ვინღა დამესხას თავს, თუ არა მეგობრები!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ უკვე ღმერთი აღარა გვწამს, სამაგიეროდ, საკუთარი უკვდავებისა გვწამს!..”
* * *
„მართლაცდა სულელია ის მამაკაცი, რომელიც ცუდად იხსენიებს თავის საყვარელს, როგორი უნამუსოც არ უნდა იყოს: რა იცის, რომ ბოლოს ცოლად არ მოიყვანს?”
* * *
„ – ვინ იცის! იქნებ უკეთესია იცხოვრო და ისე მოკვდე, არავინ გიცნობდეს?”
* * *
„მაოცებენ ის ვაჟბატონები, სხვებს რომ გააფთრებით კიცხავენ, ხოლო ახლობელი ნაძირალას მიმართ კრიტიკულ ალღოს, ჯანსაღ აზრს კარგავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ცხოვრებაში როგორმე გაიტანე თავი”.
* * *
„ნუთუ არიან ეჭვებისაგან თავისუფალი ადამიანები, საკუთარ თავში დარწმუნებულები?”
* * *
„ყველას აქვს თავისი სუსტი მხარე და დათმობა არ უნდა”.
* * *
„დიდება იმ მამაც ადამიანს, რომელსაც ჰყოფნის სითამამე, თავისი გაიტანოს!”
* * *
„ – ყველა თავისებურად ახარებს თავის გულის ჭიას”. – (ავტორი გენია.ჯი)