ამონარიდები დავით კვიცარიძის მოთხრობებიდან…
„ – ცხოვრებაში ერთი გზა აირჩიე, ბაბუა, ათ ღარში გაშვებული წყალი წისქვილის ქვას ვერ დააბრუნებს, ეს გახსოვდეს მუდამ”. – (უკანასკნელი სურვილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კარგია, როცა განვლილ ცხოვრებას მიუხედავ უკან, ჭკვიანი კაცის თვალით ასწონ-დასწონი ყველაფერს, რაც ნებით თუ უნებლიედ გაგიკეთებია ბავშვობაში, ყმაწვილკაცობაში, გვიანაც”. – (ბარათი)
* * *
„ხანდახან არც ღმერთს ესმის ლოცვა და არც კაცს”. – (სტადიონის ხეივანში)
* * *
„ალალი სიყვარულის დროსაც მოსალოდნელია თურმე მარცხი”. – (გული)
* * *
„სიცოცხლეც ერთი აფეთქებაა, ერთი აყვავება, ერთი გახარება”. – (ტალღა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლამაზი მას როდი ჰქვია, ვინ მართლაც ლამაზია ფიზიკურად. ლამაზი ისაა, ვისაც თავზე მეტად უყვარს საკუთარი მიწა, ეზო, სოფელი, ვინც მტერთან მტრობა იცის და მოყვარესთან მოყვრობა. თუ ადამიანი სულითაც ლამაზია და ბუნებრივი შეხედულებაც ამშვენებს, მით უკეთესი, ამას რაღა სჯობს”. – (ერთხელ ღამით)
* * *
„ხომ ხედავ, ჩვენც გვქონია თვალი და ყური, ჩვენც ვხედავთ, ვისმენთ და ვიმახსოვრებთ…” – (ერთხელ ღამით)
* * *
„შვილი უდიდესი სიხარულია. შვილი საკუთარი ბედნიერებაა, რომელიც უნდა გაუზარდო ქვეყანას, ხალხს; უნდა გაუზარდო კაცად, ნამუსიან, ავ-კარგიან კაცად”. – (გული)
* * *
„ – სოფელი არ უნდა გადაიკიდო, მარდონ. სოფელი დიდია!” – (ერთხელ ღამით)
* * *
„ცხოვრება უცნაურია. ყველა ზღაპარზე უფრო საინტერესო და უცნაური…” – (გული) – (ავტორი გენია.ჯი)