ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „სიცოცხლის ხარკი”
„ – ადამიანი მაშინ იხრწნება, როცა ბოროტი საქმეებისათვის ჯილდოს აძლევენ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის გული ძნელი წასაკითხავია”.
* * *
„არ მავიწყდება, რომ სამყაროს კანონზომიერება ყოველ წუთს შეიძლება დაირღვეს”.
* * *
„მძიმე ცხოვრების გზაზე კაცს ბევრი რამ ავიწყდება, ბევრი რისამე მიმართ პატივისცემა ეკარგება. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ისეთი ადამიანი, ვისაც თანასკოლელისა და თანაკურსელის შეხვედრამ გულს ნათელი არ მოჰფინოს, სული არ დაუამოს და ხსოვნა არ გაუხსნას. და თუ გამონაკლისს გადაეყრებით, ნუ დასძრახავთ, მას უთუოდ იმდენი რამ გადახდენია და ისეთი თვისება დაუკარგავს, რომ სიბრალულს იმსახურებს”.
* * *
„ოჯახური ბედნიერების საფუძველია თავისუფალი არჩევანის უფლება; ცხოვრების თანამგზავრად უნდა აირჩიო ის, ვინც მოგწონს და გიყვარს. არავითარ სხვა ფაქტს ანგარიში არ გაუწიო და არასოდეს სიყვარულს არ უღალატო”.
* * *
„ცოლზე უკეთეს მეგობრობას ვინ გაუწევს კაცს!”
* * *
„რაც დღეს მოძველებული და დამყაყებული გეჩვენება, ერთ დროს ახალი ყლორტის და ახალნერგის მოვალეობას ასრულებდა”.
* * *
„ეგოისტის დევიზი: „ყველაფერი ჩემთვის, არაფერი სხვისთვის”.
* * *
„ეტყობა, უზრუნველი ცხოვრება ყველა ადამიანს არ ანიჭებს სიმშვიდეს. მათთვის კიდევ რაღაც ყოფილა საჭირო”.
* * *
„სულ იმას ვფიქრობ, ნუთუ, ღმერთმა ხელი აიღო ჩვენზე?!” – (ავტორი გენია.ჯი)