ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „სიცოცხლის ხარკი”
„ – არ არსებობს უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე ადამიანში გალიის კარი გაუღო მხეცს. სანავარდოდ გაუშვა ის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტი და კეთილი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან, მაგრამ ბოროტი მმართველების დროს თავს წამოყოფენ, გაბატონდებიან ბოროტნი, კეთილი მმართველობისას – კეთილნი”.
* * *
„სხვისი ხელისა და თვალის შემყურე კაცი ვერასოდეს პატიოსანი ვერ იქნება. სიტყვით „ვაიმე”, გულში „სხვაიმე!”
* * *
„დიდი ნიჭი და ცოდნაა სიმართლე. მართალს მაშინ ნატრობს ადამიანი, როცა ტყუილია გალაღებული”.
* * *
„ადამიანები ყოველთვის ისეთი არ არიან, როგორიც მათი მდგომარეობისა და გარეგნული ნიშნებით გვეჩვენებიან. თავის თავის მტერი ან სულელურად ქედმაღალი უნდა იყო, რომ მათი გაცნობა, სულის სიღრმეში ჩაწვდომა არ სცადო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენი რამ სჭირდება ადამიანს!”
* * *
„ზნეობრივი სიწმინდის გარეშე ბედნიერება არ არსებობს”.
* * *
„ადამიანის კულტურაში პირადი ხასიათიცაა ჩადებული”.
* * *
„ – მთავარია, ორიგინალური იყო, შენი საკუთარი თვალი, გული და ენა გქონდეს”.
* * *
„ბოროტება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სამარის კარამდე უნდა ვსდიოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)