ამონარიდები ალექსანდრე კუპრინის მოთხრობებიდან…
„ჩემო კეთილო, რაც ეს სამყარო არსებობს, ყველაფერი წინ მიდიოდა და მიდის მხოლოდ მუცლით. სხვაფრივ არც ყოფილა და არც იქნება”. – (მოლოხი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველგვარი მერყეობისა და მსჯელობის გარეშე უნდა მტკიცედ გწამდეს ღმერთი”. – (ოლესია)
* * *
„გაჯავრების უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუ იცის, რომ მის აზრს ანგარიშს უწევენ”. – (მოლოხი)
* * *
„ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი უფრო ლმობიერი გამოდგეს”. – (ოლესია)
* * *
„განათლების მამოძრავებელნი ყოველთვის განიცდიდნენ და დღესაც განიცდიან უმეცარი ბრბოს უსამართლო დევნას”. – (პირმშო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოჰ, რა საზიზღობაა! გაჰყიდო შენი უმანკო, ნორჩი, უბიწო სხეული…” – (მოლოხი)
* * *
„ბატონო ფილანთროპებო! გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ჩემ განსაკუთრებულ გაჭირვებულ მდგომარეობას. ოდესღაც ას მანეთს ვიღებდი და ვლოთობდი, ვიღებდი ოცდახუთს – ვლოთობდი. ახლა, როგორც ხედავთ, მაწანწალა გავხდი, და მაინც ვლოთობ. გაუმარჯოს მაწანწალათა რაზმს!” – (მაწანწალა)
* * *
„ჩხუბში განა რამეს გაიგებ?” – (მოლოხი)
* * *
„დარიგება მოხუცისაგან არ უნდა გეწყინოთ”. – (მოლოხი)
* * *
„რაც მთავარია, ბატონებო, ნურასოდეს სულით ნუ დაეცემით”. – (საოცარი ექიმი) – (ავტორი გენია.ჯი)