ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის წიგნიდან – „კაჟში ჩაბუდებული ნაპერწკალი”
„საერთოდ, არ უნდა გეშინოდეს ცხოვრებისა. სულ ერთია, იმაზე მეტს მაინც ვერ გამოცდი, რაც მამაშენმა გამოსცადა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იცი, რა გითხრა, ზოგჯერ ასე მგონია, რომ ნიჭიერ შეცდომაში განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები იმალება, ვიდრე საშუალო სისწორეში…”
* * *
„დრო მხოლოდ როდი ივიწყებს. ძალზე ხშირად მას შეცნობაც ძალუძს”.
* * *
„არის ამქვეყნად ბოროტებაზე უფრო ძლიერი ძალა, და მას ს ი კ ე თ ე ჰქვია”.
* * *
„ – ცხოველები, ზოგჯერ ასე მგონია, უკეთესად გრძნობენ, რა ხდება დედამიწაზე ადამიანებთან, ვიდრე თვით ადამიანები, საერთოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიგნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა საქმეში”.
* * *
„კაცს, რომელმაც ისწავლა მარცხის დაძლევა, უნარი უნდა შესწევდეს წარმატების ძლევისა… უკანასკნელი, მერწმუნეთ, გაცილებით ძნელია”.
* * *
„სიფიცხე ხანდახან კარგია, მაგრამ ზოგჯერ…”
* * *
„ადამიანი უბედურებას ორჯერ ცდის – პირველად, როდესაც იგი თავისთავად მოდის, მეორედ კი, როდესაც მასზე ყვება”.
* * *
„თავმდაბლობა – კარგი თვისებაა, მაგრამ მე რატომღაც მუდამ იმას ვფიქრობდი, რომ იგი კარგია მხოლოდ განსაზღვრულ მომენტში”. – (ავტორი გენია.ჯი)