ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობებიდან…
„შენს აზრს მაშინ აქვს ფასი, როცა ის საკუთრივ შენია და არ ეთანმება იმას, რასაც სხვა ამბობს”. - (მეორე ოჯახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სადაც ქორი ბუდობს, იქ მტრედს რა გაახარებს?!” – (რწმენა)
* * *
„სხვა არც ერთი მეცნიერება არ მოითხოვს ავადმყოფისათვის ისეთ თავგანწირულ შრომას, როგორც მედიცინა”. – (სიყვარული)
* * *
„ – პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა და სინდისი ერთმანეთს ვერ უთავსდება”. – (სინდისი)
* * *
„ – ჰმ, კაცს თურმე არაფერი გაუკვირდება”. – (ფოსტალიონის სიკვდილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა კარგია თურმე სიცოცხლე. არავინ იცის მისი ფასი”. – (დაბრუნება)
* * *
„ – ადამიანმა კი არა, მხეცმა იცის შებრალება”. – (შენი ღმერთი არ მომკვდარა)
* * *
„ – ადამიანს თუ სინდისი არა აქვს, ვერ იცხოვრებს, ნატო.
- ისინი ხომ ცხოვრობენ.
- ღორიც ცხოვრობს”. – (სინდისი)
* * *
„ – ქალი ეშმაკია, ვაჟი ვერ მოუგებს თამაშს”. – (დაბრუნება)
* * *
„სიყვარულს დიდი უფლება ჰქონია თურმე”. – (სიცოცხლის საზღვარი) – (ავტორი გენია.ჯი)