ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„სიცოცხლე ყველაზე დიდი განძია, მაგრამ არაფერი ისე არ დაგაბეჩავებს, როგორც მისი მონური სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი ვინ იქნება, თავისი ერის შემბილწველი რომ არ სძულდეს!”
* * *
„თუ კაცი კაცს არ ენდო, ვერავითარი საქმე წინ ვერ წავა”.
* * *
„განდობა ყველაზე მტკივნეული, ყველაზე მტანჯველი სულიერი მოვლენაა!”
* * *
„შეიძლება კაცი ცოტა წაიქერქეტებდეს, მაგრამ ბრწყინვალედ ესმოდეს თავისი მოვალეობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს ერთ წელს ატარებენ ხელით, შემდეგ სულ თვითონ უნდა იაროს!..”
* * *
„ბედის თანაზიარობა ადვილად აახლოებს ადამიანებს”.
* * *
„ – შენ იცი, მარჯვენა ხელი რატომაა მარცხენაზე ღონიერი? მარცხენა ხელით გულს იფარავდა ადამიანი, ხოლო მარჯვენით მტერს იგერიებდა. ჰოდა, ინსტიქტურად გამოუმუშავდა ეს. ორგანიზმი თვითონ იძენს თვისებას – სად, როდის, როგორ მოიქცეს”.
* * *
„ადამიანი და იარაღი მოძრაობაში უნდა დაფასდეს! მიწაში დამარხული, გატენილი იარაღი რა იარაღია, მაგრამ ჩხუბში დატრიალებული რკინის პატარა ნაგლეჯი, ჯოხი ან ქვაც კი შემზარავ იარაღად იქცევა. ადამიანიც ასე ყოფილა! უმოძრაო, გაყუჩებული გოლიათიც არარაობაა, ხოლო თავგანწირული, საომრად შემართული ჩია კაციც კი ჩხუბში დატრიალებულ იმ პატარა რკინის ნაჭერს მაგონებს…”
* * *
„ერთმა ქიმიკოსმა სტუდენტმა, როცა გაიგო, სისხლი რკინას შეიცავსო, გადაწყვიტა, საკუთარი სისხლისაგან გამოყოფილი რკინით ბეჭედი დაემზადებინა და შეყვარებულისათვის მიეძღვნა. მაგრამ, სისხლი მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს რკინას და შეყვარებული ჭაბუკი სისხლისაგან დაიცალა… აი, რა არის სიყვარული!..” – (ავტორი გენია.ჯი)