ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„წუთისოფლის აღმა-დაღმა ბრუნვას ისე უნდა ააყოლო ტანი, რომ ზვირთს ქვეშ არ მოექცე”. – (ხიფათი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ულოგიკო, უმიზნო ხელმრუდობა უფრო გაღიზიანებს ზოგჯერ კაცს. ხომ არიან ბუნებით გლახაკები და ბოროტნი. რა გააფუჭონ, იმაზე რომ არიან გამეცადინებული”. – (ცვრიან ბალახზე)
* * *
„ვაჭრობის წესი ასეა, – ცოტას ორივე მხარე აგებს და ცოტას ორივე მხარე იგებს”. – (უნაგირი)
* * *
„შენი ორთაყვირი შენ უნდა გეჭიროს და შენი ცხოვრების ტივს შენ უნდა უმარჯვო. ასეა ეს”. – (ხიფათი)
* * *
„ – მონდომებას ყველაფერი შეუძლია!” – (ფერმის გამგე კარლო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკუა უნდა დააყოლო კაცმა შენს ნამოქმედარს”. – (ხიფათი)
* * *
„ნავში ჩამჯდარი მენავეს ნუ წაეჩხუბებიო, ჩვენს სულკურთხეულ წინაპარს უთქვამს”. – (კერპი)
* * *
„ფეხზემკიდია როგორ უნდა იყო ცოცხალი ადამიანი. როცა არ ვარგა ადამიანიშვილი, არ ვარგა არაფერში, მორჩა და გათავდა”. – (ამრევი)
* * *
„არ უნდა მიატოვო, როგორც ჩანს, კაცმა შენი საქმე, თუ სიკვდილია, შენს საქმეზე მოკვდე სჯობია”. – (ბულდოგი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენი გულუბრყვილობით, შენი სიბეცით რომ გაებმები კაცი მახეში, უფრო მწარეა. თვითგვემას იწყებ და საკუთარი თავის რწმენას კარგავ”. – (ხიფათი)