ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„სიყალბეც ბევრჯერ ისე გულწრფელ სამოსშია გახვეული, როგორც სიმართლე!.. ასე რომ არ იყოს, განა, ამქვეყნად ვინმე მოტყუვდებოდა?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაუმაძღარია კაცის გული და ეს საშუალებას არ აძლევს გონივრულად აწონ-დაწონოს საქმე!..
* * *
„ღორი, ცხადია, იქით გაიწევს, სადაც სალაფავი ეგულება!”
* * *
„ვის უნდა ენდო?! ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე?!. ვინ ნადირობს შენზე?! ყველაზე მეტად ხომ სწორედ ის გიახლოვდება, ვინც შენზე ნადირობს?! ყველაზე თეთრად ხომ ის აელვარებს კბილებს, ვისაც შენი გადაყლაპვა სურს?!”
* * *
„გასაოცარია მაინც, დიდ საქმეს, დიდ ტანჯვას, დიდ უბედურებას, ზოგჯერ, რა ერთი ციცქნა მიზეზი აქვს და ჩვენ კი, ვინ იცის, რას არ გავიფიქრებთ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ორი ცხოვრება უნდა გქონდეს კაცს – ერთი სხვების დასანახად, მეორე – შენი საქმისათვის!”
* * *
„მეგობარი სჭირდება ადამიანს, მეგობარი!”
* * *
„კაცი სადაც მიდის, თავისი სამყაროც იქ მიჰყვება”.
* * *
„გასაშტერებელია კაცის ფსიქოლოგია, ცხოვრების ლოგიკა: რომ მოეკლათ, გული დაგვწყდებოდა, გადარჩა და თითქოს გული დაგვწყდა!..”
* * *
„ბედნიერი როდია, ვინც დიდ საიდუმლოს გაამხელს: არც ის არის ბედნიერი, ვისაც დიდ საიდუმლოს გაუმხელენ, რადგან პატიოსანი კაცისათვის ერთობ მძიმე ტვირთია საიდუმლო!..” – (ავტორი გენია.ჯი)