ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”

„ენას კბილი უნდა დააჭირო, იმ ენას, რომელიც იმიტომ გიბოძა განგებამ, რომ საკუთარი აზრი საქვეყნოდ არ იბღავლო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის ბიოგრაფია აკვნიდან იწყება, იწყება გზა, აღმართ-დაღმართი, მიხვეულ-მოხვეული, ფიანდაზით მოფენილი, ნარ-ეკლიანი, სასახელო და სამარცხვინოც, ყველანაირი”.

* * *

„სიხარბე – ადამიანთა თანდაყოლილი ჩვევაა, ყოველ არსებაში მითვლემილ-მიძინებული, სასურველ დროსა და სიგნალს დადარაჯებული”.

* * *

„ვერ ეგუება სიყმაწვილე კიბის დაბალ საფეხურს”.

* * *

„ადამიანს არ აქვს უფლება, უმოქმედოდ, რაიმე ღირებულების შეუქმნელად დააღამოს, მით უმეტეს ჩვენ, ქართველებს, პირდაპირ კანონით უნდა გვეკრძალებოდეს ზურგზე ხელებდაწყობილი ლაყუნი…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უმადურობა ყოვლად დაკარგული ადამიანის თვისებაა”.

* * *

„ყველა სურვილს როდი უწერია განხორციელება, ბევრი ჩვენი სურვილი გვინდა არ გვინდა სურვილად რჩება. ჩვენს ნდომა-არ ნდომაზე, ჩვენს წყურვილ-მონატრებაზე ჩვენივე სურვილებიც არ ირჯებიან, პირიქით, თავიანთ ხუშტურზე დაგვაბორიალებენ”.

* * *

„გაბრაზებული ადამიანი რომ უფრო ცდება, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, უთუოდ”.

* * *

„კაცს, კაცურს ამშვენებს, ფასს სდებს და ამაღლებს საკუთარი ბიოგრაფია”.

* * *

„ლუკმა პურისათვის ბრძოლამ ზოგის პატიოსნება შთანთქა და შეიწირა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>