ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”
„სასახლე და ქოხი კვლავ გვერდიგვერდ დგანან.
კვლავ ებრძვიან ერთმანეთს.
ასეთია წუთისოფლის წესი და კანონი, ასე მოსდგამთ, ასე ეკუთვნით ადამის ძეთ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ ისე მოძალდება და მოჭარბდება ბოროტი, სჭირს მასთან ბრძოლა, მაგრამ არ უნდა შედრკე, სარეველა თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა, თორემ თვალსა და ხელს შუა იმრავლებს და უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, ისე მოახშობს ყანას… სიკეთეს”.
* * *
„წამოჩოქება – დანებება სულაც არ გახლავთ”.
* * *
„ადამიანში სულ ღუზღუზებს ჯიბრისა და ვიღაცასთან შერკინების აზარტი”.
* * *
„ამ ქვეყნად არაფერი არ იკარგება…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იყოს გაბედული, პირში მთქმელი ან უბრალოდ გაბრაზებული…”
* * *
„ადამიანი ცხოვრებაში შეიძლება მოვლენათა ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ აღარ იცოდეს როგორ მოიქცეს, რა თქვას, რა მოიმოქმედოს”.
* * *
„ფუფუნება არავის სწყენს, არც მე…”
* * *
„გზა გატკეპნილი სჯობია, ქვას არ წამოკრავ ფეხს, ივლი და ივლი როგორც მოგეხასიათება”.
* * *
„ფიქრს ვერავინ დაგვიშლის”. – (ავტორი გენია.ჯი)