ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „რასობრივ სამსჯავროში”
„პრივილეგია ყველაზე წამბილწველი და საშიში ქრთამი ყოფილა. იგი, თურმე, ისევე რყვნის ადამიანს, როგორც ყოველგვარი ქრთამი, ყოველი უკანონო საჩუქარი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღეს არც ერთი ადამიანი აღარ არის ბუნების უბიწო შვილი!”
* * *
„უბედური ისაა, ვისაც მტრის სამადლოდ გახდომია საქმე!..”
* * *
„ღმერთო ჩემო! რა ბედნიერებაა კაცურ კაცთან უბრალო გამოლაპარაკებაც კი! როგორ გამშვიდებს, გამაგრებს, – ფეხქვეშ ნიადაგს გრძნობ!”
* * *
„ადამიანი აღზრდის პროდუქტია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იარაღით მხარდაჭერას უდრის დროული და ბრძნული რჩევა”.
* * *
„რამდენი, რამდენი თვისება უნდა ჰქონდეს კარგ ქალიშვილს! უბრალო ჩამოთვლასაც კი ტომები მოუნდება!..
* * *
„ოცნება ადვილია, საქმეა ძნელი!”
* * *
„ზნეობრივი ბრძოლა იარაღით ბრძოლაზე ეფექტურია”.
* * *
„სახელმწიფო ჯადოსნური მანქანაა, მეგობარო! სათავეში რომ ერთი ჯიბგირი მოექცეს, მთელ ქვეყანას ასკინკილას აათამაშებს! გიჟსა და ბრძენს თავის ჭკუაზე წაათრევს!” – (ავტორი გენია.ჯი)