ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„აკრძალული ხილის გემო ადამის ნაშიერს ჩვენს დღეებამდე მოჰყვა”. – (დაუოკებელი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეჩერებული წამი მხოლოდ მკვდრებისთვის არსებობს”. – (დავიდარაბა)
* * *
„სამწუხაროდ, ყველაფერი ძველდება და ქრება”. – (უფინალო ნოველა)
* * *
„არეულია ქვეყანა და აერია ტვინი ხალხსაც. მგელს გადარჩენილი თხებივით ვაწყდებით იქეთ-აქეთ”. – (ურვა)
* * *
„არის ხანდახან – არ გამოვა, არ აეწყობა ცხოვრება, გინდა მჯიღით მიაწექი და გინდა რქებით”. – (კაქტუსი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წესრიგი ყველას გვინდა, მაგრამ სხვისთვის: ჩვენთვის იოლად ფონს გასვლის ხერხს ვამჯობინებთ”. – (დავიდარაბა)
* * *
„საერთოდ, შემთხვევათა მსხვერპლია ადამიანი”. – (უფინალო ნოველა)
* * *
„რაც უფრო უტიფარია კაცი, ზოგ წრეებში მით უფრო მოხერხებულს და მარიფათიანს ეძახიან”. – (დავიდარაბა)
* * *
„ცივილიზებული ადამიანის ცხოვრება ორი ნაწილისაგან – ოფიციალური და გასაიდუმლოებული მხარისაგან შედგება”. – (დაუოკებელი)
* * *
„ცოლ-ქმრობა რაღაც სხვანაირი, იდუმალი, საიდუმლოებებით მოცული ამბავია და მესამე პირის ჩარევას, განსჯა-გაშიშვლებას ვერ უძლებს”. – (ურვა) – (ავტორი გენია.ჯი)