ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ნურავინ იტყვის, ბატონო, ვიცნობ ადამიანსო. ისეთს მოიმოქმედებს კაცი ხანდახან, თვითონ ვერ გაუგებს თავის საქციელს გასაგისს და სხვა მიუხვდება? ამიტომ აღარ მიკვირს ქვეყანაზე არაფერი. ვერავინ გამოიცნობს წინასწარ, რას ჩაიდენს ადამიანი”. – (კითხვა-ძახილის ნიშანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოლოსდაბოლოს რა არის ადამიანი: რამდენიმე საინტერესო ისტორია უდევს თავის მახსოვრობის აბგაში, რამდენიმე ანეკდოტი იცის და თითქმის ერთი და იგივე მანერა აქვს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა”. – (კატასტროფა)
* * *
„ადამიანი თურმე სიტყვა ყოფილა, სხვა არაფერი”. – (მანანა)
* * *
„მშობლიური ენა მარტო ის კი არ არის, რომელზეც ლაპარაკობ, ისაა, რომელზეც ჩუმად ხარ, რომელ ენაზეც ფიქრობ, რომელ ენაზეც სიზმრებს ხედავ”. – (ჩიტების დარდი)
* * *
„ცვალებადობის საშინელ კანონს ყველაფერი ემორჩილება ამქვეყნად”. – (დედა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შეიძლება ცხოვრების მარილიც მაგაშია, რომ არ ესმით”. – (შენ რას წაიღებ)
* * *
„ – ენის ჩუქება ისევე შეუძლებელია, როგორც ენის წართმევა!” – (ჩიტების დარდი)
* * *
„ცოცხლები ვიყოთ, ბატონო ცოცხლები და სხვას ყველაფერს მოევლება ამ ქვეყანაზე”. – (ხეო სიცოცხლისაო)
* * *
„არის საქციელი, ლოგიკას რომ არ ემორჩილება”. – (კითხვა-ძახილის ნიშანი)
* * *
„შიშს დიდი თვალები აქვს და ხიფათს გადარჩენილი კაცი რას არ შეთხზავს”. – (კატასტროფა) – (ავტორი გენია.ჯი)