ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „ფული”
„კარგად ვიცი, რომ პურის პატარა ნაჭერი უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს გაჭირვებულთა საქმეს, ვიდრე ჩემი უსარგებლო ცრემლი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობენ ისეთი სევდიანი ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ მხიარულობენ და ცხოვრებას მუდამ მუქ ფერებში წარმოიდგენენ, ამიტომაც იგი აუტანლად მიაჩნიათ”.
* * *
„ცხოვრება ან საზიზღარია ან უმადური. მაგრამ რას იზამ? მაინც მიყვარს… რატომ? მე თვითონ არ ვიცი…”
* * *
„ხშირად მიფიქრია, ჩემი ბედი კაცობრიობის ბედია მცირე ფარგლებში-მეთქი”.
* * *
„საიდუმლოება ბევრში არ შეინახება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი ეხმარება ადამიანის სიმართლის გადაყლაპვაში ისე, როგორც ენამახვილობა…”
* * *
„ეს ხალხი (ებრაელები) ველური დამპყრობლის მისიას ასრულებს ყველგან, ეს მისია ღმერთს მიუცია და ამიტომაც ყოველ ერს ისე აფარებს თავს, როგორც თავის ქსელში მოკალათებული ობობა უთვალთვალებს ხოლმე მსხვერპლს, სწოვს სისხლს და სხვის ხარჯზე სუქდება. განა უნახავთ ოდესმე ებრაელი გლეხი, ებრაელი მუშა? არა, შრომა მათთვის შეურაცხმყოფელია, მათი რელიგია კიდეც კრძალავს შრომას და მხოლოდ სხვისი შრომის ექსპლუატაციას ასხამს ხოტბას”.
* * *
„ინტრიგები ყველას სანანებლად რჩება ბოლოს”.
* * *
„თქვენი მომავალი თქვენზევეა დამოკიდებული”.
* * *
„ღმერთო ჩემო, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი რამდენ სიბინძურედ, რამდენ მსხვერპლად, საშინელ ტანჯვა-წამებად უჯდება კაცობრიობას!” – (ავტორი გენია.ჯი)