ამონარიდები რევაზ ინანიშვილის კრებულიდან – „მთვარის ასული”
„მოგვეცით უფლება, დავრჩეთ ადამიანებად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთე ბევრს გვავალებს, დაუნდობლობა, პირიქით, გვათავისუფლებს”.
* * *
„ – აი, ყველაზე მკვეთრად რა უნდა ჩავუნერგოთ პატარას: საწოლში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, – სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება საწოლი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, – უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ”.
* * *
„აი, ბეთჰოვენი: „ჩემი ტანჯვიდან ვქმნი სხვათა სიხარულს”.
* * *
„ადამიანს, შვილო, ერთი ყველაზე საშინელი მტერი ჰყავს – ენა და იმის დასამორჩილებლად ოცდათორმეტი ბურჯი მოგვცა ღმერთმა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვახ, კაცო, ზოგი რა მრუდე ვარსკვლავზე დაებადება დედას”.
* * *
„ – მთავარი მაინც ეს არის, არ შეშინდეთ, არაფრის შეგეშინდეთ…”
* * *
„რაც შეიძლება ბევრი უნდა იცინოთ ცხოვრებაში!”
* * *
„რატომ მტკივა სული? მეჩვენა, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს”.
* * *
„ვუგალობოთ სიცოცხლეს!” – (ავტორი გენია.ჯი)