ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „ფული”
„ტყუილისა და თვალთმაქცობის ამ ქვეყანაში განა შეიძლება ადამიანმა რაიმე იწამოს? ყველაზე უფრო საიმედო, წინასწარ ნავარაუდევი საქმე ქარის ოდნავ წამოქროლვაზე მაშინვე იჭვმიტანილად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აქსიომად მიმაჩნია – ყოველი ხმაური კარგია, თუგინდ იმიტომ, რომ იგი ხმაურია”.
* * *
„შეუძლებელია ისე გადააბრუნო ქვეყანა, რომ გამვლელს ფეხი არ მოამტვრიო”.
* * *
„სხვისი ბედნიერების მოწყობა ცუდი საქმე როდია!”
* * *
„კაცობრიობის ყველაზე მგრძნებარე ოცნებაა – სცადოს ბედი, ყველა თავისი ჟინი დაიკმაყოფილოს, გახდეს მეფე, გახდეს ღმერთი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოჰ, დალახვროს ეშმაკმა! ბევრი უსარგებლო სიბინძურე არსებობს, მაგრამ უამისოდ ქვეყანა აუცილებლად დაიღუპებოდა”.
* * *
„ – ეჰ, მხოლოდ ფულით გამოწვეული უბედურებები რომ არსებობდეს ამქვეყნად! უბედურება მაშინ ნახეთ, როცა სახლში სიკვდილი შეიჭრება!”
* * *
„ქალები უცნაურები ხართ! ხშირად თავგანწირვაში გრძნობთ კმაყოფილებას და, ბუნებრივია, სწორად იქცევით, როცა სიამოვნებას იმაში პოულობთ, რაც ხელთა გაქვთ…”
* * *
„ბედის გარდა არაფერი მწამს. ადამიანი ან ბედის ნებიერია, ან განწირულია”.
* * *
„ადვილი არაა წახვიდე იმ რწმენის წინააღმდეგ, რომელიც დედის რძესთან ერთად შეგიწოვია…” – (ავტორი გენია.ჯი)