ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „ნანა”
„როგორც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, საკუთარ ტყავს მაინც გაუფრთხილდება კაცი!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არა, მართლაც დიდი სიბრიყვეა, დანებდე სიკვდილს”.
* * *
„ – გაპარვა სამარცხვინო საქმეა!”
* * *
„შეუძლებელია ყველას იცნობდე!”
* * *
„ – დასწყევლოს ღმერთმა! სად არის სამართალი? რა ცუდადაა ეს ქვეყანა მოწყობილი?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთ მეტისმეტად გაკოტრებულ ადამიანს უზარმაზარი სიმდიდრის ნარჩენებითღა უწევს დაკმაყოფილება”.
* * *
„უზნეო ქალის მიერ გაღატაკებული კაცი ისე ეცემა, როგორც მომწიფებული ხილი, რომელსაც მიწაზე დალპობაღა ელოდება”.
* * *
„ჩვენ უნდა შეგვეძლოს მიტევება, რათა თვითონვე დავიმსახუროთ მიტევება”.
* * *
„თუ არაფერი არ გატყდება, ვაჭრებიც ვერაფერს გაყიდიან. ნივთები იმიტომ კეთდება, რომ გატყდეს, დაიმსხვრეს…”
* * *
„შავი სიდუხჭირე უპუროდ ტოვებს კარადის თაროებს ლოთების ოჯახში, ალკოჰოლით გაგიჟებულ ხალხს ყველაფერს, ლეიბის პირებსაც კი გაატანინებს სახლიდან და აოხრებული ოჯახი სამუდამოდ იღუპება”. – (ავტორი გენია.ჯი)