ამონარიდები ემილ ზოლას რომანიდან – „ფული”
„განა შეიძლება ადამიანმა სხვას შეაჭმევინოს თავი და თვითონ არავინ შეჭამოს? ასეთია ცხოვრება! სხვაგვარად რომ მოიქცე, ან უდიდესი კეთილშობილება უნდა გამოიჩინო, ანდა ცთუნებისაგან თავისუფალი მონასტრული განმარტოება აირჩიო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხოლოდ უძლურებს სძაგთ სიძლიერე…”
* * *
„თითოეულს თავისი წილი, მე სხვა წესი არ ვიცი!”
* * *
„საკუთარი სიცოცხლის დაცვა არ არის ძნელი, გაცილებით ძნელია საკუთარი და სხვისი ფულის დაცვა”.
* * *
„ყველამ თავისი სისულელის შედეგი უნდა იწვნიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული ყველაფერს არ იძლევა!”
* * *
„ზოგიერთი კაცი უცაბედად გაღვიძებული ადამიანივით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე”.
* * *
„სიკეთე ყველამ შეიძლება თურმე დათესოს, ყველაზე ცუდმა ადამიანებმაც კი; ისინიც ხომ მოექცევიან ვინმეს კეთილად? ჰოდა, ხალხის წყევლაში ყოველთვის გაისმის რამდენიმე უწყინარი ხმა, რომელიც ლოცვა-კურთხევას შეაწევს თავის კეთილისმყოფელს”.
* * *
„განა ფული არ წარმოადგენს ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია მთა და ბარი გაასწოროს, ზღვის სრუტე ამოავსოს და უდაბური მიწა ხალხით დაასახლოს, შრომა გაუადვილოს ხალხს და ამიერიდან მხოლოდ მანქანების უბრალო წამყვანებად გახადოს. მთელი სიკეთე ბოროტების შემქმნელი ფულისაგან წარმოიშვება”.
* * *
„სამართლის ძებნა ძვირი ჯდება!” – (ავტორი გენია.ჯი)