ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „მდგმური”
„ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიტყვა სახიფათო იარაღია!”
* * *
„ადამიანის ერთადერთი საზომი საკუთარი თავია”.
* * *
„ბიბლია არ ტყუის. ღმერთმა მართლა შექმნა ადამიანი სახედ და ხატად თვისად. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ კარგი არ გამოუვიდა. ისე კი ცდა არ დაუკლია”.
* * *
„რამდენჯერ მინატრია, ნეტა ადამიანები ერთმანეთის სულს ხედავდნენ და შეუძლებელი იყოს რამეს დამალვა-მეთქი.
მართლა კარგი იქნებოდა.
ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა ყველაფერი.
ან საბოლოოდ დაიღუპებოდა ადამიანი, ან საბოლოოდ გადარჩებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააყარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ, ქათქათა ტყუილში გაახვიო. მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის. ცდილობ, ყური არ ათხოვო და მაინც გესმის. როგორც საათის წიკწიკი სამარისებურ სიჩუმეში”.
* * *
„არავინ იცის, რა არის დრო. ვინც ამ გაუგებარ მოვლენაზე ისე ლაპარაკობს, როგორც თავის კარის მეზობელზე, ის არც თავის კარის მეზობელს იცნობს. დრო გონებისათვის მიუწვდომელია. არც ამოცნობა შეიძლება მისი და არც გაზომვა”.
* * *
„ – არ მიყვარს, როცა ფული ურთიერთობაში ერევა. ფული თავისთვის უნდა იყოს”.
* * *
„ჭარბი სერიოზულობა სხვის თვალში ხშირად კომიკური ჩანს”.
* * *
„ – რაც არ მტკიცდება, არც არსებობს”. – (ავტორი გენია.ჯი)