ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – „ძლიერნი ამა სოფლისანი”
„არავის ჰყოფნის დრო თავისი შრომის დასამთავრებლად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მაღალ ღმერთს სკანდალური საქმეები არ უყვარს…”
* * *
„ერთ ცოდვას ყოველთვის მეორე მოსდევს”.
* * *
„არაფერი ისე არ ეამება კაცს საუბარში, როგორც უფლებამოსილი ადამიანის გულწრფელობა”.
* * *
„ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი ღირსია უკეთესი ხვედრისა, ვიდრე ის, რომელიც მას აურჩევია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი ადამიანები მარადიულობაში მუდამ ართმევენ ერთმანეთს ხელს”.
* * *
„ყველაზე ხანგრძლივად ის ცოდნა გვრჩება, რომელიც ჩვენს სპეციალობასთანაა დაკავშირებული”.
* * *
„ცხოვრებაში ისე არ ხდება, რომ მდიდრები ლამაზებიც იყვნენ და ახალგაზრდებიც”.
* * *
„საზოგადოება შეიძლება ბედნიერი იყოს მაშინაც კი, როცა შინაგან ხრწნას განიცდის: საბედისწერო დასასრული შემდგომში მოდის.
ზუსტად ასევე, საზოგადოება შეიძლება ბედნიერი ჩანდეს, როცა მისი წევრები ტანჯვა-წამებაში ცხოვრობენ”.
* * *
„ერთი მარცხი ვის არ მოსვლია…” – (ავტორი გენია.ჯი)