ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „ნდობა”
„ღმერთმა ისე ნუ წაგვახდინოს, რომ ვთქვათ და არ ავასრულოთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც რაღაც ტვირთი მუდამ თან დააქვთ. ეს ტვირთი მათი ბიოგრაფიის, ცხოვრების დიდი ან პატარა ნაწილია. თან დააქვთ, გაუმხელად, სანამ შეუძლიათ, სანამ ღონე შესწევთ თვითონვე უვლიან ამ საკუთარ დარდს.
და აი, დადგება წუთი, რაღაც გაუთვალისწინებელი გადაეღობება ასეთ ადამიანს წინ, რაღაც სრულიად მოულოდნელი ერთ წამში შეცვლის, შესძრავს და მაშინ უფრო დამძიმდება, თავს შეახსენებს ის ტვირთი”.
* * *
„ – სიყვარულმა ცოტა უნდა გაგაწვალოს, ისე გემო არა აქვს!”
* * *
„სიტყვა დიდი წამალია!”
* * *
„დრომ შეჭამა რკინა, წააქცია ძეგლი, შთანთქა საფლავიც და ფიციც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვცდილობ სულში ჩავხედო ადამიანებს, ძალიან, ძალიან ვცდილობ და საკუთარ სულში კი ვერ ჩამიხედავს…”
* * *
„ცარიელ კუჭს, რომ სინდის-ნამუსი არ მოეთხოვება, ეს თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ”.
* * *
„როცა სამშობლოსთვის კვდებიან, მაშინ თვით სამშობლო არ კვდება. ეს მუდამ გახსოვდეს”.
* * *
„პატიოსანი შრომით კაცი არ გასულა ფონს, ვერც გავა…”
* * *
„თანამდებობის პირი შეიძლება ძალზე პატარა ადამიანი იყოს, მაგრამ შეცდომებს დიდს უშვებდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)