ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…

„ეს არი ყოველგვარი უკუღმართობის სათავე – ჩემი ოჯახი, ჩემი გეჯა, ჩემი სალაფავი და შიგ ყურებამდე ჩარგული თავი, რომ სხვამ არ ჩაგვიკრას დინგი”. – (ჩიტების გამოსაზამთრებელი) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანის ძლიერება ოქრო-ვერცხლისა და სათქვლეფ-სახეთქავის სიმრავლეზე კი არ არის დამოკიდებული, მთავარი რწმენაა, რწმენა სიკეთის ქმნისა”. – (უბედენთიანების უკანასკნელი აფეთქება)

* * *

„ – გრძელი საღამოები კარგია მოყვარული ცოლ-ქმრისთვის”. – (ჩვენი სახლი)

* * *

„კარგ ტონად არ ითვლება საკუთარ გასაჭირზე სხვებთან ლაპარაკი”. – (ჩურჩული ტელეფონში)

* * *

„არავისა აქვს უფლება, თავისი თავისთვის რაღაც გამორჩეული პირობები შეიქმნას, რასაც არ უნდა აკეთებდეს…” – (დაბრუნება) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთავარია, ადამიანებს რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სამყაროს საოცრება – სიკეთის შუქი თვალებში”. – (ორმოცდაათი წლის მამაკაცი)

* * *

„ნუთუ ვერა ხედავთ, რომ ეროვნულ უბედურებად იქცა კაბინეტებისკენ სწრაფვა. ყველას უნდა, რომ მას ემსახურებოდნენ, ყველას უნდა, რომ თეთრი, ფაფუკი ხელები ჰქონდეს, მამაკაცებს, დღეში რომ სამ კილო ხორცსა და ათ ბოთლ ღვინოს ნთქავენ, თეთრი ხელები უნდათ, თეთრი ხელები და თეთრი ტელეფონი. ნუთუ ვერა ხედავთ, რომ მუცლები მოგვექცა თავზე”. – (ჩიტების გამოსაზამთრებელი)

* * *

„განა ჩვენს გვერდითაც სწორედ ის ადამიანები არ აღწევენ წარმატებებს, ვინც ყველაფერს ივიწყებენ, გარდა თავიანთი მიზნებისა, ვინც გულგრილად გასწევენ ხოლმე გვერდზე სხვებს, რათა პირველებმა მათ გაიარონ ვიწრო გასასვლელში?!” – (ჩემი საწყალი სიყვარული)

* * *

„ცოცხლებს კიდევ უღალატებს ქართველი კაცი და მკვდრებს?! როგორია, მიდი და რამეში უღალატე ყველაზე უმწეოებს, მკვდრებს”. – (დაბრუნება)

* * *

„არავინ იცის, რა იქნება ბოლოს”. – (მეზღაპრეები და ბრძენკაცები) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>