ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „დალი”
„ვინ რისი შემძლეა, არავინ არ იცის ქვეყანაზე…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი შეუცნობელი არსებაა, ადამიანს ყველაფრის შემეცნება შეუძლია საკუთარი თავის გარდა”.
* * *
„ – ბიძია, ვინც არ სწავლობს, ის არც სხვა საქმეში ვარგა, გლახა ყველგან გლახაა!..”
* * *
„ვინ როდის მოკვდება და ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს, არაა ჩვენი საქმე”.
* * *
„ხალხს ზედმეტი ლაპარაკი უყვარს და ტყუილი და მართალი ერთმანეთში აგერევა… ამიტომ ბევრის გაგონებას ნუ ეცდები!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე რომ მკითხონ, – დაიწყო დარბაისელმა კაცმა, ყვავილი გირჩევნია თუ ბალახიო, ცხადია, ყვავილს ავირჩევ… საკამათო, მგონი, აქ არაფერია”.
* * *
„შეიძლება ადამიანს არავინ არ უყვარდეს?.. ეს ხომ საშინელებაა… რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? თუმცა ვინ იცის, იქნებ უკეთესიცაა…”
* * *
„ – მთავარია სურვილი, ნდომა… ცოტა შნოცაა, რასაკვირველია, საჭირო, ფულიც საჭიროა, მოთმინებაც, მაგრამ როგორც გითხარი და გიმეორებ, მთავარი მაინც სურვილია…”
* * *
„გონებას შეუძლია შეიცნოს სიცოცხლის მრავალნაირი მოვლენა, სიცოცხლის კანონები, მაგრამ თვით ამ სიცოცხლის პრინციპი ჩვენი შემეცნების ფარგლებს სცილდება”.
* * *
„მზე ჩადიოდა. რბილი, მძიმე ხავერდის ფარდები ეშვებოდა ციდან მიწაზე. ყველაფერი იძირებოდა მარადიულ უსასრულობაში. ყველაფერი უძრაობაში ინთქმებოდა. დაწყებულიყო მწუხრი, რომელიც ორს – სინათლეს და სიბნელეს ერთს ხდიდა. არაფერი ცალ-ცალკე არ არსებობდა, არაფერი არ მთავრდებოდა და ახალი არ იწყებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)