ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „მდგმური”
„ყვავილები სასაფლაოზე – ეს არის სიცოცხლის სიჯიუტე. სიცოცხლე სასაფლაოსაც თავისად ისაკუთრებს, სიკვდილს არაფერს უთმობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონიერება მძლავრი მუხრუჭია”.
* * *
„ვისაც არჩევანის წინაშე აყენებ, არჩევის ძალაც უნდა მისცე”.
* * *
„სამყაროს დასაბამიდან მამაკაცი ქმნის ყოველივეს. ავსაც და კარგსაც, შხამსაც და მალამოსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ქალი კი ბიძგია. ხან ბიძგია, ხან შთაგონება, ხან საყრდენი”.
* * *
„კაცუნა მარტო საკუთარი თავისთვის არსებობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე მარტივი კაციც კი უსასრულოდ რთული მოვლენაა. ხანდახან გგონია, ადამიანს შენი ხუთი თითივით იცნობ და უცებ ისეთ ოინს დაგიტრიალებს, თმა ყალყზე დაგიდგება…”
* * *
„რამხელა ბედნიერება იქნება, კაცს რომ შეგეძლოს ყოველთვის ბუნებრივი იყო”.
* * *
„ყოველგვარი ანგარებისაგან თავისუფალი პატივისცემა მხოლოდ მიცლვალებულთა წილხვედრია”.
* * *
„შებრალება საშინელი შეურაცხყოფაა”.
* * *
„კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია”. – (ავტორი გენია.ჯი)