ამონარიდები რეზო ჭეიშვილის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ყველა ოჯახს საკუთარი დარდი აქვს. გარედან მაყურებელი (თუნდაც ფანჯრიდან მაცქერალი) ვერაფერს გრძნობს, თავისი სატირალი ჰყოფნის და სხვაგან სიმშვიდე და ბედნიერება ჰგონია”. – (დალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისე არაა მოწყობილი ქვეყანა ჩვენ რომ გვინდა. ხალხს ტყუილი ურჩევნია მართალს, გატყულებინებს თავს და უნდა მოატყულო, მით უმეტეს აქ, ამ ალაგას. ცირკია ეს ქვეყანა და აქ მთლად ცირკია, შვილოსა და უნდა იტლინკაო, ყირაზე უნდა დადგე, თუ ეს საჭიროა… ფულს იხდის კაცი და უნდა აცინო, ან უნდა ატირო. სხვა გამოსავალი არაა. შენი სამართალი და პატიოსნება სახლში დატოვეო, გეუბნება, მე მომატყუილე, ან მაცინე ან მატირე თუ არადა შენი პატრონი ქვეყანაცო. ასეა…” – (ჭიდაობას რა უნდა)
* * *
„გახსოვდეთ, რომ თქვენ გარშემო ათასნაირი საფრთხეა…” – (დალი)
* * *
„დრო სპობს საფლავებს, დრო მოგონებებსაც ანადგურებს, დრო დროსაც მუსრავს”. – (გუია ა.)
* * *
„ყველაფრის დაკარგვა შეიძლება კაცობისა და ადამიანობის გარდა”. – (ჭიდაობას რა უნდა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე რაც არ მომწონს, ის კარგია თურმე ზოგჯერ”. – (სალადაძე)
* * *
„არაფერი ცალ-ცალკე არ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული”. – (დალი)
* * *
„ – რამდენი ნაგავი დადის ამ ქვეყანაზე!” – (დალი)
* * *
„ყველაფრის გაყიდვა შეიძლება სამშობლოს გარდა. შენი უბედური ხალხი არ უნდა დაივიწყო, რა დღეშიც უნდა ჩავარდე, შენი ერის შეგინების უფლება არ უნდა მისცე არავის, სანამ გული გიძგერს!..” – (ჭიდაობას რა უნდა)
* * *
„ადამიანი წუთითაა!” – (დალი) – (ავტორი გენია.ჯი)