ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„ის სხვა საუკუნეები იყო, თვალებით რომ აფასებდნენ ქალს. ახლა – ზურგიდან…” – (ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვერაფერი შეედრება შენი ნაშრომის გემოს”. – (კუკრუჭანები)
* * *
„ყველანი რომ ჭკვიანები ვიყოთ, მაშინ ხომ უფროს-უმცროსობა აღარ იქნებოდა!” – (დათია და გოგია)
* * *
„ჭრელია კაცთა მოდგმა, ძმისავ!” – (ლეგო)
* * *
„უჩემოდაც ყელამდეა აღსავსე კაცობრიობა რჩევა-დარიგებებით”. – (ცისფერი გორგალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცილის ყველას ეშინია… გაიცინებს ქართველი კაცი ცოტა მეტს და იმწუთშივე ელდასავით დაჰკრავს – ვაიმე, ცუდად არ ამიხდესო”. – (ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება)
* * *
„ყველა თავისი თავის ქეიფზე დადის”. – (დედაბოძი)
* * *
„რამდენი რამაა ამ ქვეყანაზე საფიქრალი!” – (გიგო)
* * *
„რამდენი ადამიანიცაა ქვეყანაზე, იმდენი შეხედულება არსებობს ბედნიერებაზე”. – (ცისფერი გორგალი)
* * *
„კაცის ფეხის ტალახიც დიდი რამეა ოჯახისთვის, ამიტომ შვილო, ქალი ყოველთვის თვალებში უნდა შეჰყურებდეს ქმარს. ქალი ქმრით უნდა იწონებდეს თავს. რაც არ უნდა ძვირფასი სამკაული ჰქონდეს, ქმრის სახელოვნებაზე ძვირფასი სამკაული მაინც არაფერი ექნება. ქალის ჯანმაგრობაც კი კაცის ხელშია”. – (მართა) – (ავტორი გენია.ჯი)