ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „ნდობა”
„ – ხომ გაგიგონია ასეთი რამ? საპატარძლოს აქებენ, ცაში აიყვანენ, ათას საბუთს დაგისახელებენ მის შესამკობლად. რა თვალი, რა ყური, რა ხელსაქმე და ათასი ამისთანა. მერე ნახავ, ახლოს გაეცნობი და სრულიად ჩვეულებრივი გოგო შეგრჩება ხელში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი ქვეყნის შვილი ვარ, პოეტი ყველა ხის ძირასაა ამოსული კვარაკუნჩხასავით”.
* * *
„ხანდახან სინამდვილე მოგონილსა ჰგავს”.
* * *
„თურმე მართლაც არ არის თავზევით ძალა…”
* * *
„ნუ შედრკებით, ყოველ დიდ საქმეს დაბრკოლებაც თან ახლავს, ამაში ერთგვარი გემოც არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთეს მაშინ აქვს ფასი, როცა იგი ბოროტს ებრძვის”.
* * *
„სიმართლის თქმაც თავისთავად ბრძოლას ნიშნავს…”
* * *
„ – ცხოვრება მართლაც ჰგავს ზღაპარს”.
* * *
„თანამდებობაზე იშვიათად ნახავთ ახალგაზრდას. სხედან ფართო კაბინეტებში ადამიანები და აკატუნებენ თავებს. თავის დროზე წიგნის კითხვით არ ამოაღამებიათ თვალები, ახლა სკამი თუ სავარძელი იშოვეს, განათლებულ ადამიანებს პირისპირ შეხვდნენ და იგრძნეს, რომ საჭირო ყოფილა წიგნი, რომ უხელმძღვანელო, რომ მითითება მისცე თანამდებობით შენზე დაბალს, თავად უნდა იცოდე რაღაც… დაფაცურდნენ, დაიწყეს წიგნებში კირკიტი, მაგრამ უწიგნურს კირკიტი და წიგნის ფურცვლა უშველის? წიგნების სიყვარული ბავშვობიდანვე იწყება. მოზარდის გონებაში თანდათანობით უნდა დალაგდეს მოვლენები, თანდათანობით უნდა შეივსოს და გამდიდრდეს ბავშვის ჰორიზონტი… ბევრ ხელმძღვანელს სწორედ ახალგაზრდობა ჰყავს ამოჩემებული. არ მოსწონს მათი ჩაცმულობა, თავად კი უკანასკნელ მოდაზე იცმევს”.
* * *
„უსიყვარულოდ ღმერთმა ნუ გვაცოცხლოს!” – (ავტორი გენია.ჯი)