ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”

„ – მამაზეციერს არცერთი არ გავუჩენივართ უნაკლოდ. ვინ მოთვლის, შენი ჭირიმე, რამდენი დიდი და პატარა მანკი გვჭირს ყველას!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – უნამუსო ადამიანს ძაღლის ბუნება აქვს, – თუ შეგატყო, ჩემი ეშინიაო, რომც არ უნდოდეს, მაინც გამოგენთება, ხოლო, თუ ზედაც არ შეხედე, თვალს არ გამოგაყოლებს”.

* * *

„ – დამიჯერე! ყველაფერი ერთ დღეში არ გაკეთდება და ყველაფერი ერთბაშად არ მოგვარდება. ყოველი დიდი საქმე ნაწილ-ნაწილ კეთდება. ყოველი ფართო ჩანაფიქრი ნაწილ-ნაწილ ხორციელდება”.

* * *

„რაც კი რამ კარგი გაკეთებულა, თავის თავზე ძალდატანებითაა გაკეთებული!”

* * *

„ღრეჭელა და ბოლოქნევია კაცი გველის ფხაში გაძვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჭკვიანი ადამიანები მხოლოდ იმას ლაპარაკობენ, რაც უნდა ილაპარაკონ”.

* * *

„გულთმისანი ვინ არის იწინასწარმეტყველოს, თუ ვის ჩააფარებს ისტორია თავის ულმობელ ტორს!”

* * *

„მე სავსებით ვიზიარებს ფრანსის ჟურდენის მოსაზრებას, რომ ტრადიციას უნდა მივყავდეთ წინ და არა უკან”.

* * *

„სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფით, სხვისი გინებით ის პირები იქცევენ თავს, რომელთაც საკუთარი სამყარო არ გააჩნიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება