ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”

„ქუდი სოკოსაც ხურავს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რათ გინდა, თურმე, რამე, თუ ოჯახი არ გივარგა? ყველაფრის საფუძველი ოჯახი ყოფილა! ოჯახს შეუძლია მოგსპოს და აგაშენოს კიდეც! კაი ოჯახის პატრონს ვინ მოგერევა?”

* * *

„ნამეტანი სირცხვილია, ზომის და საზღვრის დაკარგვა!”

* * *

„მშიშარა ადამიანი გათახსირებული ადამიანია! მშიშარა ყველაფერს იკადრებს, ვინც მშიშარას ზრდის, ნაძირალას ზრდის! არაადამიანს ამრავლებს!”

* * *

„განა ასე იოლია ავისა და კარგის გარჩევა?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ იკადრებ, ყველას მოტყუება შეიძლება”.

* * *

„საზოგადოებას, საერთოდ, არ უყვარს ზვიადი ადამიანები”.

* * *

„ცხოვრება უკუღმართი რამ ყოფილა”.

* * *

„ღმერთმა ყველაფერს ზომა და საზღვარი დაუწესა!”

* * *

„კაცი ყველაფერს უნდა ელოდე ცხოვრებაში!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება