ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”

„ზოგს უნარი აქვს ცხოვრება გაიადვილოს, ზოგი – ძალათ იძნელებს ყველაფერს!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ფარული მტერი მაშინ გააქტიურდება, როცა აშკარა მტერი გამოჩნდება”.

* * *

„თავის თავზე დიდი წარმოდგენა უმწიფარობის დადასტურებაა”.

* * *

„ბევრი ლაპარაკი – ბევრი თავის ტკივილია”.

* * *

„კომპრომისი არსებობის აუცილებელი პირობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცისკრის პირველ ციაგს ავადმყოფები გრძნობენ და დაძაბული ელიან გათენებას. მკაცრი რეჟიმით ბანაკს, ყაზარმას, ციხეს ჩამოჰგავს აქაური დღე. ირევიან, ფუსფუსებენ, განუწყვეტლივ შედიან და გამოდიან თეთრხალათიანები. ოცდაოთხ საათს არ წყდება კვნესა, კივილი, გამოძახება. ამიტომაც არსად ადამიანს ასე არ სჭირდება და ენატრება მოკეთე, თავისიანი, გულშემატკივარი”.

* * *

„უბედური მარტო ის არის, ვინც უბედურებას ვერ გაუძლებს”.

* * *

„ყველას თავისი ქორი ჩამოუქროლებს!”

* * *

„ყველამ რომ ის იქაქანოს, რაც ჭკუაში მოუვა, ხომ აირ-დაირია ყველაფერი!”

* * *

„უბადრუკნო! ადამიანის უბედურება თქვენთვის გასართობად ქცეულა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>