ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”

„ერთი მეათედი იმათგან, ვინც განუწყვეტლივ წუწუნებს, წახდა საზოგადოებაო, თვითონ რომ პატიოსანი იყოს, ქვეყანა სამოთხედ გადაიქცეოდა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენი წინაპრები ურთიერთ პატივისცემასა და სიყვარულს დალეული ღვინისა და შესანსლული ხორაგის რაოდენობით არ ზომავდნენ, ახლა კი, როცა სტუმარი ეწვევა, მასპინძელი საშინელ უხერხულობაში ვარდება, უნდა გაიქცეს, ისესხოს, წელში გაწყდეს, თითქოს ჭიქა ღვინოსთან არ შეიძლებოდეს მეგობრული საუბარი, დროს გატარება”.

* * *

„ – სანამ ცოცხალია ქართველი მოღვაწე, არაფრად ვაგდებთ და მერმე რაღას უშველის დიდუბე და მთაწმინდა!”

* * *

„ზოგჯერ უკეთილშობილეს გულშიც გაიელვებს უსაშინელესი გრძნობა”.

* * *

„შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ გამოსწორებაზე უარის თქმა უგუნურება და სიგიჟეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალური ძალმოსილების წინაშე რკინაც კი დამყოლი და მორჩილი ხდება”.

* * *

„რას არ გაიძულებს ცხოვრება”.

* * *

„სინდისს დათმობა არ უნდა ასწავლო, თუ არა, ერთი თუ თავი მოეხსნა, აღარაფერი ეშველება”.

* * *

„პატიოსნებაზე ძვირფასი არაფერი არსებობს, განსაკუთრებით ახლა, როცა ასე იშვიათია პატიოსანი კაცი!”

* * *

„ძაან ძნელია უკმაყოფილოდ გარდაცვალება, შენი თავით რომ კმაყოფილი არ ხარ, რაც გაგიკეთებია, იგი რომ გეზიზღება, კეთილი საქმე რომ ვერ მოგისწრია”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>